USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
ბაქოში ომის მოწოდებებით აქცია გაიმართა
дата:  1090

14 ივლისს საღამოს ბაქოში აზერბაიჯანული არმიის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებულ მსვლელობაზე რამდენიმე ათასი ახალგაზრდა აზერბაიჯანის დროშებით ხელში ყვიროდა: “მთავარსარდალო, მობილიზაცია გამოაცხადე”, “წინ, ჯარისკაცებო!”, “ყარაბაღი ჩვენია” და ა.შ.

მედიის ცნობით, არასანქცირებულ მსვლელობაზე, მომიტინგეებს უკან პოლიციის ეკიპაჟები მიჰყვებოდნენ, რომელთაც მსვლელობისთვის ხელი არ შეუშლიათ.

ამასთან, გვიან ღამით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომელშიც მათი განმარტებით, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი სამხედრო ობიექტის განადგურებაა ასახული, - ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA ავრცელებს.

„თოვუზის რეგიონის მიმართულებით განხორციელებული საბრძოლო ოპერაციების დროს, ჩვენმა შენაერთებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ოფიციალური ინფორმაციით, განახლებულ კონფლიქტს ორივე მხრიდან, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა. დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს განახლდა.

აზერბაიჯანის თანახმად, ვითარების დაძაბვიდან ამ დრომდე 11 ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაკარგეს, სომხეთი კი აცხადებს, რომ 4 ჯარისკაცი დაეღუპათ.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. ამჯერად შედარებით ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, რაც იშვიათობაა.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати