USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ბაქო სომხეთს ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებს, ერევანი უარყოფს
Date:  784

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, სომხურმა ძალებმა ქალაქ მინგეჩაურზე და ხიზისა და აფშერონის რაიონებზე მიიტანეს იერიში. ამ ინფორმაციას სომხეთში უარყოფენ.

„სომხურმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მინგეჩევირზე (მინგეჩაურზე), სადაც 100 000 ადამიანი ცხოვრობს. ინდუსტრიული ქალაქი 100-ზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული საზღვრიდან“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიკმეთ ჰაჯიევმა საკუთარი ტვიტერის პოსტით ფაქტს „სასოწარკვეთილების ბარბაროსული შემოტევა“ უწოდა.

„რამდენიმე წუთის წინ სომხეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მინგეჩაურზე, სადაც მდებარეობს წყალსაცავი და ელექტრო სადგური“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ჰაჯიევის ცნობით, მინგეჩაურზე შეტევა Tochka-U-ს სისტემის სარაკეტო კომპლექსიდან განხორციელდა, დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურა, მსხვერპლი არ არის, თუმცა არიან დაჭრილები.

მისი განცხადებით, ასევე დაიბომბა ხიზისა და აფშერონის რეგიონებიც, სადაც მოწინააღმდეგემ 300 კილომეტრის რადიუსის სარაკეტო სისტემა გამოიყენა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა აზერბაიჯანული მხარის განცხადებას, რომ მინგეჩაურზე თავდასხმა სომხეთის ტერიტორიიდან მოხდა, მცდარი უწოდა.

„სომხეთის ტერიტორიიდან არავითარი ცეცხლის გახსნას ადგილი არ ქონია. ეს არის აზერბაიჯანული მხარის სასოწარკვეთილი შემოტევები“, – აცხადებს იგი საკუთარ twitter-ის პოსტში.

„ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთმა ახლა უკვე ხიზსა და აფშერონზე მიიტანა იერიში. ეს არის მორიგი ტყუილი. აზერბაიჯანი ნიადაგს ამზადებს პროვოკაციისთვის“, – ნათქვამია შუშან სტეფანიანის განცხადებაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way