USD 2.6930
EUR 3.1627
RUB 3.5963
Тбилиси
ბაკურიანში, 123 ჰა-მდე ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  303

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ბაკურიანის სატყეო უბანზე 123 ჰა-მდე ფართობი ტყის მართვის გეგმის საფუძველზე შეირჩა, სადაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტყის აღდგენის პროექტი 2027 წელს დასრულდება.

ფართობი წარმოადგენს წარსულში უსისტემო ჭრებისგან დეგრადირებულ ნაძვნარ კორომებს, დაფარულია ბუჩქნარით, ეკალბარდით და ხშირი ბალახეული საფარით, რაც უმნიშვნელოვანესი ხელის შემშლელი ფაქტორია ნარგავების ზრდა-განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, მაღალი სიხშირის ტყის კორომების მისაღებად, აუცილებელია ტყის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

„ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები ყოველწლიურად მზარდია. ეს ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2024-2025 წლებში, სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 4085.9 ჰა-მდე ფართობზე განხორციელდა. გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ტყის აღდგენის სამუშაოებს, სულ მცირე, 20 000 ჰა ფართობზე განვახორციელებთ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

мир
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати