USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
ბაკურ სულაკაური - „სანამ პოლიტიკური თანამდებობის შვილები კერძო სკოლებში სწავლობენ, საჯარო სკოლები არ განვითარდება“
Date:  1056
თელარა გელანტია
 
წყარო:https://bm.ge/

"მწვანე სკოლის“ დამფუძნებელი ბაკურ სულაკაური ფიქრობს, რომ „ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის შვილები კერძო სკოლებში სწავლობენ, საჯარო სკოლები არ განვითარდება“. ამის შესახებ მან BMGVTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა. კერძო სკოლის მმართველი პარტნიორის აზრით, საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხის გაზრდისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, მთავრობას ხედვა გააჩნდეს.

- ყველა მოქალაქეს, ყველა მშობელს არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ შვილი კერძო სკოლაში ატაროს და წლიურად, რამდენიმე ათასი ლარი გადაიხადოს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხი კერძო სკოლისას, მინიმუმ, დაუახლოვდეს?

კარგი კითხვაა... ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კონცეფცია, ხედვა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ბუნებრივია, შეიძლება, მეც და სხვასაც გარკვეული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ პირველ რიგში, ხედვა უნდა ჰქონდეს მთავრობას... სანამ მთავრობის წევრების, პოლიტიკური თანამდებობის შვილები, უკლებლივ, კერძო სკოლებში სწავლობენ, საჯარო სკოლები არ განვითარდება.

- თუმცა მხოლოდ თანამდებობის შვილების საჯარო სკოლებში შეყვანა ავტომატურად სკოლებში ხარისხს ვერ გაზრდის...

- რა თქმა უნდა, მაგრამ მერე შეიძლება ვიღაცამ იმაზეც იფიქროს, რომ საჯარო სკოლებსაც უნდა მიხედვა. მით უმეტეს, საჯარო სკოლებში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, მაგრამ იმის გამო, რომ თვითონ ეს სისტემა არის არეული, ამ მასწავლებლების მუშაობის შედეგი მკაფიოდ არ ჩანს და ამ საერთო ორომტრიალში იკარგება.

- „რატომ არ დაგყავთ შენი შვილი საჯარო სკოლაში თუ იქ სწავლის ხარისხი კარგია?“ - ხშირად უკითხავთ მინისტრებისთვის, მათ შორის განათლების მინისტრებისთვის...

- ყველაფერი შედარებითია, გააჩნია ვის ვედრებით. თუ საჯარო სკოლას შევადარებთ კერძო სკოლას, კერძო სკოლა აბსოლუტურად ყველა პარამეტრით სჯობს საჯარო სკოლას, როგორიც არ უნდა იყოს საჯარო სკოლას; სამაგიეროდ, თუ ჩვენ საჯარო სკოლას შევადარებთ რეგიონის საჯარო სკოლებს, მაგალითად, მეზობელი ქვეყნების სკოლებს, ამით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რადგან ვნახავთ, რომ არც ისე ცუდად გვაქვს საქმე.

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way