USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
"ბახვის მანიფესტი" - და ამის მერე ვიღაცა ჩვენ დემოკრატიას გვასწავლის?!
дата:  1664

„ბახვის მანიფესტი“ — ბახვის თემის გლეხთა მოთხოვნები, რომლებიც წაუყენეს კავკასიის მთავარმართებლობის წარმომადგენელს 1905 წლის თებერვალში.

1905 წლის 9 იანვრის სისხლიანმა კვირამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში. ხელისუფლება იძულებული იყო ანგარიში გაეწია ქვეყანაში შექმნილი რევოლუციური მდგომარეობისათვის, ამიტომ ჯერ მშვიდობიანი გზით სცადა აჯანყებულ „მცხოვრებთა შთაგონება“. ამ მიზნით გურიაში გაიგზავნა მთავარმართებლობის საბჭოს წევრი სულთანი კრიმ-გირეი, ჯარი კი ნატანებში შეაჩერეს. კრიმ-გირეიმ 12 თემი მოიარა (ამ დროს ოზურგეთის მაზრა 25 თემად იყო დაყოფილი), რათა გამოერკვია, „რას მოითხოვდა ხალხი მთავრობისაგან“.

1905 წლის 23 თებერვალს კრიმ-გირეი ჩავიდა ბახვში. შეკრება გაიმართა სოფლის სასამართლოს წინ, მოედანზე. შეკრებილმა 500-მდე გლეხმა აირჩია 12 წარმომადგენელი (უმთავრესად სოციალ-დემოკრატები), რომლებმაც წამოაყენეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: საუფლისწულო, საეკლესიო, სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი უსასყიდლოდ გადაცემა მშრომელი ხალხის სარგებლობაში; ყოველგვარი საბატონო, საეკლესიო თუ სახელმწიფო ბეგარისა და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება; სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება; პიროვნების ხელშეუხებლობა; საყოველთაო, სავალდებულო უფასო დაწყებითი სწავლება. წარმომადგენლებმა ამასთან განაცხადეს, რომ არსებული მთავრობა ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ყველა ეს მოთხოვნა, ამიტომ საჭიროა მთელ რუსეთში შეიცვალოს წესწყობილება და სახალხო მთავრობა აირჩეს საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.

გურიის ამბებზე ვრცელი სტატიები დაიბეჭდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსეთის ჟურნალ-გაზეთებში. ბახვის გლეხობის მოთხოვნებზე კორესპონდენცია (სათაურით „გურიაში“) დაიბეჭდა, აგრეთვე ლენინურ გაზეთ „ვპერიოდში“ („Вперёд“) 16 (29) მარტს, N12-ში, რომელიც საზღვარგარეთ გამოდიოდა და არალეგალურად ვრცელდებოდა რუსეთში. კორესპონდენციაში ბახვის გლეხთა მოთხოვნები მანიფესტად იყო მოხსენიებული. ამის გამოც დაერქვა მას „ბახვის მანიფესტი“.

მანიფესტის მოთხოვნათა შეუსრულებლობა გახდა ერთ-ერთი წინაპირობა 1905 წელს გურიაში შეიარაღებული ამბოხების დაწყებისა, რაც გურიის რესპუბლიკის გამოცხადებით და შემდეგ ამბოხის სასტიკი ჩახშობით დამთავრდა.

 ,, ბახვის მანიფესტის” მოთხოვნები:
1. გლეხებს დაუბრუნდეთ უსამართლოდ მოკრებილი ფული [ განთავისუფლების გადასახადი].
2. ,, დროებით ვალდებული” გლეხები თავიანთი ნაკვეთის შენარჩუნებით, ყოველგვარი შემდგომი გადასახადის გარეშე გათავისუფლდნენ.
3. ,, ხიზანს” მიეცეს თავისი მიწა.
4. მოხდეს ეკლესიის, სახაზინო და მსხვილი მემამულეების მიწების კონფისკაცია.
5. შემოღებული იქნეს პროგრესული გადასახადი ნულოვანი გადახდით.
6. გაუქმდეს არაპირდაპირი გადასახადი და ტარიფები.
7. ეკლესია და სახელმწიფო განცალკევდნენ.
8. არსებობდეს უფასო სავალდებულო განათლება 16 წლის ასაკამდე.
9. არსებობდეს სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლება და გაფიცვის უფლება.
10. პიროვნებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა აუცილებელია.
11. გაუქმდეს ქვეყანაში შიდა საპასპორტო სისტემა.
12. გაუქმდეს რეგულარული ჯარი.
13. სასამართლო და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი.
14. დაბრუნების ნება დაერთოთ ადმინისტრაციულ გადასახლებაში მყოფ პირებს.
15. მოწვეულ იქნას დამფუძვნებელი კრება.
ბახვში გამართული შეხვედრის შემდეგ მეფის რუსეთის წარმომადგენელმა კრიმ გვეიმ განაცხადა ,, რაც ამათ სურთ მეფის რუსეთი კი არა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის კონსტიტუციაც ვერ დააკმაყოფილებს”-ო.
სხვათა შორის მსოფლიოში ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია - 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 5 გურულის დაწერილი იყო!
 
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати