USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
ბახტრიონზე შექმნილი სატაძრო კომპლექსი, 8 მოქმედი ეკლესიით და ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდები მრევლში
Date:  1280

ციკლიდან თბილისური ტაძრების ისტორია

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივით და მისი მრევლის ჩართულობით, ფანასკერტელის 14 ნომერში საფუძველი ჩაეყარა ჯვართამაღლების ტაძრის მშენებლობას.

იმ დროისთვის აღნიშნული ტერიტორია 112 ე ბაგა-ბაღს ეკუთვნოდა , რომლის დირექტორის დარეჯან სოხაძის ინიციატივით ტერიტორია ეკლესიას გადაეცა. სატაძრო კომპლექსში ინტენსიური წირვა-ლოცვა 2003 წლიდან დაიწყო. მრევლის ზრდასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა ახალი ტაძრების აგების საკითხი.

ინტენსიური აღმშენებლობის პროცესი 2020 წლიდან დაიწყო. ამჟამად კომპლექსში 8 მოქმედი ტაძარია : ჯვართამაღლების, წმინდა ნინოს , იოსებ ისიხასტის ,ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, ღირსი სოფრონ ინგლისელის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის, წმინდა მოწმეების ბიძინას, შალვას და ელიზბარის და წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის.

სატაძრო კომპლექსში ფუნქციონირებს გრიგოლ ხანძთელის სახელობის საგანმანათლებლო კერა , ასევე უნივერსალური ცოდნის სივრცე " ბახტრიონი", ათონის დარბაზი საჯარო შეხვედრებისთვის, მოხალისეების სამუშაო სივრცე, სეფისკვერების საცხობი, სანთლების დამამზადებელი მცირე საწარმო, გამომცემლობა და ხმის ჩამწერი სტუდია.

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ლოგო 2020 წელს შეიქმნა. მასზე გამოსახულია : ბარძიმი, კოვზი, სკვნილი. ლოგოს წრეზე გასდევს წინამძღვრის , დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სიტყვები, რომელიც სამრევლოს დევიზად იქცა : " არცერთი წამი ქრისტეს გარეშე".

ავტორი: ესმა ხიდაშელი

 

 

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way