USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა
дата:  577

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩავარდნილი იყო. პრობლემა გამოიწვია ჩოგბურთის კორტების მშენებლობამ. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებული კედლის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი და გზაგამყოფები, რომელიც გამწვანებულია. ასევე, დამონტაჟდა LED განათების ბოძები. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეიდან უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. გზის სავალი ნაწილი დახაზულია და მოწესრიგებულია ყველანაირად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. თავდაპირველად, ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს გამგებელი გაზო ვასაძე, ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია იმყოფებოდნენ.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати