USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ბაიდენმა პუტინი და სი ძინპინი კლიმატის შესახებ ონლაინ სამიტზე მიიწვია
თარიღი:  1036

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია, რომელზედაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნების მეთაურებს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტს და რუსეთის პრეზიდენტს ორდღიან შეხვედრაზე დასწრება სთხოვეს, რომლის მონაწილეებიც ადამიანის ქმედებების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელებენ.

„მათ იციან, რომ მოწვეულები არიან, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ მათგანთან მისაუბრია,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შესახებ საუბრისას.

სამიტი 22 აპრილს, “დედამიწის დღეს“ დაიწყება და კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანად ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტების პირველივე დღეს შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ კვლავ დაუბრუნდებოდა დონალდ ტრამპის მიერ დატოვებულ პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელსაც 2015 წელს 195-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის