USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ბაიდენისა და პუტინის ვიდეოსამიტის წინ, ენტონი ბლინკენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
თარიღი:  706

აშშ-ის სახელმნწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების წინ, სახელმწიფო მდივანმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე. მხარეები შეთანხმდნენ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობასა და უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდგენაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, მათ შორის ყირიმზე“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოსამიტი 7 დეკემბერს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ მხოლოდ ერთხელ - 2021 წლის ივნისში, ჟენევის სამიტზე შეხვდნენ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის