USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ბაიდენი პუტინზე - „ის ფიქრობდა, რომ დასავლეთი პასუხს არ გასცემდა. პუტინი შეცდა"
თარიღი:  448

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში, თავის წლიურ მიმართვაში რუსეთ-უკრაინის ომზე ვრცლად ისაუბრა. მან მომხდარში მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი დაანაშაულა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი ამაზე პასუხს არ აგებინებდა.

„პუტინის ეს შეტევა უკრაინაზე წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. მან უარი თქვა მრავალჯერადად შეთავაზებულ დიპლომატიაზე. ის ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო პასუხს არ გასცემდა. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით. აი, რა გავაკეთეთ. საფუძვლიანად და საგულდაგულოდ მოვემზადეთ. პუტინის საპირისპიროდ თვეების განმავლობაში ვქმნიდით კოალიციას სხვა თავისუფლებისმოყვარე ერებთან ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. მრავალი საათი გავატარე ევროპელი მოკავშირეების გასაერთიანებლად. წინასწარ გავუზიარეთ მსოფლიოს, რა ვიცოდით პუტინის გეგმების შესახებ და ზუსტად როგორ შეეცდებოდა ის თავისი აგრესიის გამართლებას და ახლა, როდესაც მან იმოქმედა, თავისუფალი სამყარო მას პასუხს აგებინებს”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდეტმა რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზეც ისაუბრა, რომელიც რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებსა და მაღალჩინოსნებსაც შეეხო. 

“საშუალებას არ ვაძლევთ რუსეთის ცენტრალურ ბანკს, დაიცვას რუსული რუბლი, რაც პუტინის 630-მილიარდ დოლარიან „ომის ფონდს" ყოვლად უსარგებლოს ხდის. ვახშობთ რუსეთის წვდომას ტექნოლოგიებზე, რაც გამოფიტავს მის ეკონომიკურ ძალას და მის ჯარს მრავალი წლით დაასუსტებს”.

ბაიდენი საკუთარ გამოსვლაში რუს ოლიგარქებსაც დაემუქრა. მისი თქმით, რუსი ოლიგარქებისა და კორუმპირებული პირების მიერ არის რუსეთის არსებული რეჟიმი მხარდაჭერილი. ამასთან, თქვა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უკვე მუშაობს რუსი ოლიგარქების დანაშაულის გამოსავლენად.

“აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ქმნის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსი ოლიგარქების დანაშაულს გამოიძიებს. ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რათა გამოვავლინოთ და ჩამოგართვათ თქვენი იახტები, თქვენი მდიდრული სახლები, თქვენი კერძო თვითმფრინავები. ჩვენ მოვაკითხავთ თქვენს უკანონოდ მოპოვებულ ქონებას”, - ამბობს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტმა მიმართვაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციაც დააანონსა და ევროპის ქვეყნების მსგავსად, რუსეთის ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუკეტა. ბაიდენის განცხადებით, ამ ნაბიჯით რუსეთის იზოლაცია გაძლიერდება, ხოლო ეკონომიკაზე წნეხი გაიზრდება. 

“მოკავშირეებთან ერთად უკრაინას მხარს ვუჭერთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ. უკრაინას ვაძლევთ 1 მილიარდ დოლაზე მეტ პირდაპირ დახმარებას”, - თქვა მან. 

ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად არ გაუშვებს, თუმცა დაიცავს NATO-ს წევრებს იმ შემთხვევაში თუ პუტინი დასავლეთით სვლის გაგრძელებას გადაწყვეტს.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.