USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
თბილისი
ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის $61,4, ისრაელისთვის კი $10,6 მილიარდიან დახმარებას სთხოვს
თარიღი:  540

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელისთვის 10,6 მილიარდი დოლარის დახმარებას ითხოვს. მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს 105 მილიარდი დოლარის მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, საიდანაც 10,6 მილიარდი სწორედ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერისთვისაა განსაზღვრული.

პაკეტის უდიდესი ნაწილი - 61,4 მილიარდი დოლარი კი  უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

ადმინისტრაცია ასევე ითხოვს 9 მილიარდ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის როგორც უკრაინის, ისე ისრაელისა და ღაზას სექტორისთვის.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის