USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ბაიდენი: აშშ და ნატოს სხვა მოკავშირეები უკრაინას უახლოეს თვეებში საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან
თარიღი:  

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს.

„შეერთებული შტატები, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, რუმინეთთან და იტალიასთან ერთად, უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის 5 სისტემისთვის და უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ უკრაინას ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით დამატებითი სისტემა მიაწოდონ“, - განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ ეს დახმარება მანამდე მიიღოს, ვიდრე მას სხვა ვინმე მიიღებს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის