აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს.
„შეერთებული შტატები, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, რუმინეთთან და იტალიასთან ერთად, უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის 5 სისტემისთვის და უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ უკრაინას ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით დამატებითი სისტემა მიაწოდონ“, - განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მისი თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ ეს დახმარება მანამდე მიიღოს, ვიდრე მას სხვა ვინმე მიიღებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.