USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
ბაგებში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე საგზაო პროექტი ხორციელდება
Date:  397
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბაგებში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, ასევე, ჩიხებში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ასფალტის ორფენიანი საფარი 4000-მდე კვ. მ გზის ფართობზე იგება. გარკვეულ მონაკვეთებზე დაგეგმილია ასევე გრუნტის დამჭერი კედლისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
 
საგზაო პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ლუკრი" აწარმოებს.
 
მანამდე, უსაფრთხოების მიზნით, ამავე ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობის პროექტი დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
 
კორძაიას ქუჩის მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი შეხვდა.
 
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way