„ლელო საქართველოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სასარგებლო შეხვედრა შედგა.
როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებმა პოზიციები დაახლოვეს, მაგრამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განსხვავებები რჩება.
ბადრი ჯაფარიძეს შეხვედრის დეტალებზე დამატებით აღარ უსაუბრია.
“სასარგებლო შეხვედრა იყო. ეს ნიშნავს, რომ რაღაც საკითხებზე პოზიციები დავაახლოვეთ. განსხვავებები რჩება. ჩვენ არ გაქვს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რა საუბარიც გვქონდა შიგნით, მოლაპარაკების დროს, ეს საუბარი დეტალურად გამოვიტანოთ. ამიტომ, თქვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გავცემ“,-განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.