საერთო ოპოზიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" ლიდერები მიიჩნევენ, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას ისინი მეორე ტურში დააფიქსირებენ, ხოლო პირველ ტურში საკუთარი კანდიდატების დაყენებას ფიქრობენ.
"სადაც შედგება მეორე ტური, ჩვენ იქ მოვახდენთ კონსოლიდირებას იმ კანდიდატის ირგვლივ, რომელიც იქნება ოპოზიციიდან წარდგენილი. რაც შეეხება პირველ ტურს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, "ლელოს" ჰყავდეს საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატები" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.