USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია
Date:  782

ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში განაცხადა.

„ჩვენი პირველი დღე დასრულდება ერთი ადამიანის გათავისუფლებით საპატიმროდან. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ მეორე ადამიანიც ასევე სწრაფად გათავისუფლდეს. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს. ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს, გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან, მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის და სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის. ასევე, უნდა განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და სასამართლო გავათავისუფლოთ კლანისგან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way