USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ბ-ნი დიმიტრი ხუნდაძე, ჩინეთის ქალაქ უხანიდან, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს
Date:  1011

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ხელისუფლება ჩინეთიდან, ქალაქ უხანიდან, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს.ამის შესახებ ხუნდაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეებისგან ხელისუფლებას ქალაქ უხანიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, თანხმობა მიღებული არ აქვს.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გეგმაა, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა თანხმობაც ექნებათ, ეპიცენტრიდან გამოიყვანონ და საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოში ჩამოიყვანონ.

„ამასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. საკარანტინო რეჟიმი მუშაობს და არ არის მარტივად რომ ბილეთი ავუღოთ და წამოვიყვანოთ. ჩემი მიდგომა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ასეთია და რეკომენდაციებიც მაქვს გაცემული - მინიმუმ უნდა მოვახდინოთ მათი გაყვანა ეპიცენტრიდან, თუნდაც ჩინეთის ან მეზობელი ქვეყნის არეალში. თუ მოვახერხეთ აქ ჩამოყვანა, მათთანვე შეთანხმებით, ეს იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ საკარანტინო რეჟიმი და საინკუბაციო პერიოდი, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ამ ერთობლიობაში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საინკუბაციო პერიოდი ამოიწუროს და შემდეგ გამოვიყვანოთ ქვეყნიდან,მაგრამ პირველ ეტაპზე, უმჯობესი იქნება, თუკი ამის ორგანიზება მოხდება რომ ეპიცენტრს მოვაცილოთ ჩვენი მოქალაქეები. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა“, - განაცხადა

ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი, ამ ეტაპზე, არ დგას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ არჩილ კალანდიამ განუცხადა, როგორც უხანში, ასევე ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში პრევენციის

უპრეცედენტო  ზომები ტარდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way