USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
"აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო - ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით - სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას
Date:  596

"აზოვსტალის" კომპლექსის შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ქარხნის პერიმეტრი დაარღვიეს- ამის შესახებ "აზოვის" პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო აცხადებს ვიდეომიმართვაში, რომელიც "ტელეგრამზე" გავრცელდა.

"ორი დღეა მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრა. მიმდინარეობს მძიმე სისხლიანი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ მტრის თავდასხმის შესაჩერებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად", - დასძინა "აზოვის" პოლკის მეთაურმა.

 

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way