USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
აზიის განვითარების ბანკის კვლევა - ცხოვრების გაზრდილი ხარჯს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მოსახლეობა უკიდურესი სიღარიბისკენ მიყავს
дата:  299

ცხოვრების გაზრდილი ხარჯის გამო შექმნილი კრიზისი, რაც გასულ წელს მაღალი ინფლაციით იყო განპირობებული, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებთან ერთად აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს უკიდურესი სიღარიბისკენ უბიძგებს - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის - აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 2023 წლის მთავარი ინდიკატორები, თანახმად, გასულ წელს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში დაახლოებით 155.2 მილიონი ადამიანი, ანუ რეგიონის მოსახლეობის 3.9% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ რიცხვი 67.8 მილიონით მეტია იმასთან შედარებით, რაც პანდემიისა და ცხოვრების გაზრდილი ხარჯის გარეშე იქნებოდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკიდურესი სიღარიბე განისაზღვრება დღეში 2.15 აშშ დოლარზე ($) ნაკლებით ცხოვრებით და საფუძვლად უდევს 2017 წლის ფასები, რომლებიც დაკორექტირებულია მსყიდველობითი უნარისა და ინფლაციის მიხედვით.

„აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კოვიდ-19-ის პანდემიისგან აღდგენას ახერხებს, მაგრამ გაზრდილი ხარჯით გამოწვეული კრიზისი სიღარიბის აღმოფხვრას აფერხებს. ღარიბი მოსახლეობისთვის სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებითა და ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშეწყობით, რაც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის, რეგიონის მთავრობებს მდგომარეობის შეცვლა შეუძლიათ,“- განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

ანგარიშის თანახმად, ცხოვრების გაზრდილი ხარჯით გამოწვეული კრიზისით ყველაზე მეტად ღარიბი მოსახლეობა ზარალდება, რადგან მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ გაზრდილი ფასებით შეიძინონ სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათი და საწვავი. ძირითადი მოხმარების საქონელსა და სერვისებზე ფასების ზრდა ბევრ ღარიბს საშუალებას არ აძლევს, გააკეთოს დანაზოგი, გადაიხადოს ჯანდაცვის ხარჯები ან დააბანდოს ფული განათლებაში, არც სხვა შესაძლებლობები აქვთ საკუთარი მდგომარეობის ხანგრძლივ ვადაში გასაუმჯობესებლად.

„შექნილი მდგომარეობა სავარაუდოდ არაპროპორციულად აზარალებს ქალებს, რადგან ისინი, როგორც წესი, ნაკლებს გამოიმუშავებენ და ხშირად არანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ.

ღარიბი მოსახლეობა არა მხოლოდ ნაკლებს გამოიმუშავებს, არამედ მეტსაც იხდის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებსა და სერვისებში, რადგან იძულებით არჩევანს აკეთებს და ხანგრძლივ ვადაში შესაძლოა ეს უფრო ძვირი ღირდეს, ნათქვამია ანგარიშში. მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ხშირად იძულებული არიან ფართო მოხმარების საქონელი მცირე რაოდენობით იყიდონ, რაც შესაძლოა უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე დიდი მოცულობით ყიდვისას. ასევე, შესაძლოა იძულებულნი იყვნენ არაფორმალურ დასახლებებში იცხოვრონ, სადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები მეტია, იზრდება მათი ჯანდაცვის ხარჯები და შესაძლოა, ასევე, უწევდეთ უფრო ხანგრძლივი და ნაკლებად მოსახერხებელი მგზავრობა.

ADB-ის 2021 წლის გამოთვლით 2020 წელს კოვიდ-19-მა, პანდემიამდელ მოლოდინებთან შედარებით, დამატებით 75-დან 80 მილიონამდე ადამიანს უბიძგა უკიდურესი სიღარიბისკენ. მაშინ უკიდურესი სიღარიბე განისაზღვრებოდა $1.90-ზე ნაკლები ცხოვრებით, 2011 წლის ფასებზე დაყრდნობით.

ანგარიშის პროგნოზით, განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკები სიღარიბის წინააღმდეგ პროგრესს განაგრძობენ. მიუხედავად ამისა 2030 წლისათვის რეგიონის მოსახლეობის, დაახლოებით, 30.3% ანუ დაახლოებით, 1.26 მილიარდი ადამიანი კვლავ ეკონომიკურად მოწყვლადი იქნება, რაც 2017 წლის ფასებზე დაყრდნობით, დღეში $3.65-დან $6.85-მდე თანხით ცხოვრებით განისაზღვრება.

გაზრდილი ცხოვრების ხარჯით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მთავრობებს შეუძლიათ გააძლიერონ სოციალური დაცვის სისტემები, გაზარდონ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა, გააუმჯობესონ ადამიანების წვდომა ფინანსურ სერვისებზე, პრიორიტეტული გახადონ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ბიძგი მისცენ ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ხაზგასმულია ანგარიშში.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო:https://www.adb.org/

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати