USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
აზერბაიჯანული მედია - არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე და რუსოფილობის“ ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში
თარიღი:  409

აზერბაიჯანულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალში Region Plus-ში (გამოდის თვეში ორჯერ) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“  (ავტორი - ნურანი), რომელშიც განხილულია საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარე დაპირისპირება - კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში არსებული უთანხმოება საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტირებით არის განპირობებული: პრეზიდენტი დასავლეთისკენ, პრემიერი - რუსეთისაკენ.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

საქართველოს პარლამენტში მომხდარი მოვლენა - საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელება - ალბათ, არამარტო ქვეყნის პოლიტიკური ისტორიაში, არამედ შესაძლოა მთლიანად რეგიონის ისტორიაშიც შევიდეს. მაგრამ  განა დასრულდა ამით ყველაფერი? შეიცვლება თუ არა თბილისის პოლიტიკა - რა გავლენას მოახდენს დაპირისპირების გაგრძელება სამომავლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე?

პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას, უფრო ზუსტად კი პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებას საკმაო ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამჯერად უთანხმოების გამწვავებას ბიძგი საგარეოპოლიტიკურმა ფაქტორმა მისცა: ევროკომისიამ ტრადიციული „აღმოსავლეთის სამეული“ - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა - ერთმანეთისაგან განაცალკევა და უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი უსტატუსოდ დატოვა, სამაგიეროდ თბილისს 12-პუნქტიანი მოთხოვნა  მისცა შესასრულებლად.

პრეზიდენტმა საქართვლოს საკითხის გადადების მიზეზი მთავრობის პრორუსულ პოლიტიკაში დაინახა და შეეცადა რუსეთისადმი ლოიალური კურსის გატარებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, როგორც რუსული კანონების გადმოღების მცდელობა ქართულ კანონმდებლობაში და მათ ვეტოები დაადო, ასევე ნეგატიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის თანხმობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ ევროკავშირის ლიდერებიც, რომლებიც თბილისისაგან ანტიკრემლური პოზიციის უფრო მკვეთრ გამოხატვას მოითხოვენ - საქართველო უნდა შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებსო. თბილისი კი არ ჩქარობს, რაც პრეზიდენტს არ სიამოვნებს.

არის იმის ცდუნება, რომ ითქვას - საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსულია და შესაბამისად, მთავრობაც რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, მას დაჭერილი ჰყავს პროდასავლელი პოლიტიკოსი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რომ პრემიერ-მინისტრს ხელისუფლებიდან ფრანგული ფესვების მქონე პროდასავლელი სალომე ზურაბიშვილის გაძევება სურს. ანუ ყველაფერი მართლაც რუსეტს უკავშირდება. მაგრამ სიტუაცია არც ასე ერთმნიშვნელოვნადაა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერცერთი პრორუსული პარტია ვერანაირ არსებით წარმატებას ვერ მიაღწევს. შეიძლება იყონ რუსეთის მიმართ ხისტი და რბილი პოლიტიკის მომხრეები, მაგრამ ქვეყანაში ყოველი პრორუსული პარტია მარგინალად არის განწირული. დიახ, „ქარტული ოცნება“ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, მაგრამ „მეოცნებე“ პოლიტიკოსებსა და ნინო ბურჯანაძის ტპის პოლიტიკოსებს შორის უდიდესი განსხვავებაა. თანაც არც ისე იოლი არ არის პასუხის გაცემა იმაზე, თუ რით იწყება და სათ მთავრდება „ქართული ოცნების“ გადამეტებული ლოიალობა რუსეთის მიმართ და კონკრეტულად რაში გამოიხატება საქართველოს ანტიდასავლურობა (ანტიევროპული კურსი).

სანქციებთან დაკავშირებითაც საკითხი მარტივი არ არის. ვალდებულია თუ არა საქართველო, რომელიც ჯერ ევროკავშირის წევრი არ არის (არც კანდიდატის სტატუსი არ აქვს), ევროკავშირის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს მიუერთდეს. კი, ეს კარგი საშუალებაა დასავლელ პარტნიორებს შენი ერთგულება აჩვენო და დაუმტკიცო, მაგრამ როგორი იქნება ასეთი ნაბიჯის ფასი? საქართველო ტრადიციულად ძალიან არის დამოკიდებული თავის ჩრდილოელ უშუალო მეზობელზე ეკონომიკურად. ასეთი მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა არ შეცვლილა „ნაციონალი“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, როცა მის მთავრობაში რუსი ოლიგარქი კახა ბედუქიძე მინისტრი იყო. ასე გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, ღვინო - ეს ყველაფერი რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გადის და ამის ალტერნატივა არ ჩანს. გარდა ამისა, თბილისი „ევროკავშირის კანდიდატობის კანდიდატად“ ითვლება და არ არის ნატოს წევრი. ამიტომ რატომ არ უნდა იყოს საქართველო ფრთხილად და რატომ უნდა გააკეთოს ზედმეტი მოძრაობები მოსკოვურ ტრეკზე? საქართველოს ნამდვილად აქვს უფლება, რომ თავისი უსაფრთხოება საკუთარი შეხედულებით დაიცვას. უფრო მეტიც, ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ე.წ. „ხუთდღიანი ომი“, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და როცა თბილისს დასავლეთისაგან პრაქტიკულად არავითარი ქმედითი და კონკრეტული დახმარება არ მიუღია. ასე რომ, პრინციპში, გასაგებია, თუ რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას გარისკვა რუსეთის მიმართ.

გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებას რუსეთთან დამოკიდებულებით ხსნიან. რა თქმა უნდა, მათ აწყობთ, რომ საზოგადოების წინაშე თავიანთი პოლიტიკური თამაშები სწორედ ასე წარმოაჩინონ.

და მაინც, რით გამოიხატება საქართველოს ხელმძღვანელობაში არსებული განხეთქილების ჭეშმარიტი მიზეზი?

თეორიულად, სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება იზეიმოს - მან პოსტი შეინარჩუნა (ეს „ქართული ოცნებისათვის“ მოსალოდნელი იყო). თუმცა მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ პრეზიდენტი უკვე „კოჭლ იხვად“ არის გადაქცეული და მას არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. მით უმეტეს, რომ მისი უფლებები ისედაც შეკვეცილი და სიმბოლურია.

არადა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს „ევროპული ოცნების“ სიმბოლო ყოფილიყო. ემიგრანტების შვილი თავის ისტორიულ სამშობლოში მიხეილ სააკაშვილის მიწვევით დაბრუნდა, საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა... მაგრამ ქართული ფესვების მქონე ფრანგი ქალის ლამაზ ისტორიას, რომლის თანახმად, პარიზული სენის ნაპირიდან თბილისური მტკვრის ნაპირზე ბრუნდება და ქვეყნის ევროპული კურსით წაყვანა სურს, ხელს ერთი გარემოება უშლის: სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად ვერ პოულობს საერთო ენას ქართულ პოლიტიკურ ძალებთან. იგი მცირე ხანს იყო მიხეილ სააკაშვილის გუნდში და შემდეგ „ვარდების რევულუციის“ ლიდერის ოპოზიციაში გადავიდა, მოგვიანებით მიუერთდა „ქართული ოცნების“ კოალიციას, მაგრამ, როგორც ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, მათთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა. მიზეზი, ალბათ, პრეზიდენტის რთულ ხასიათში არ უნდა ვეძებოთ. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ხედვებისათვის ქართული ნიადაგი მაინცდამაინც ბარაქიანი არ არის.

წყარო: http://regionplus.az/ru/articles/view/8165

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.