USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
Date:  746

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

„ირანიდან დაბრუნებულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ, 1969 წელს დაბადებულმა ქალბატონმა, რომელიც იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა, ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებთან დაკავშირებით საავადმყოფოს მიმართა. მძიმე აუტოიმუნური დაავადებისა და თირკმელების უკმარისობის პარალელურად, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით 15 ადამიანია დაინფიცირებული.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way