USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციa დაიწყო
дата:  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოპერაციის მიზანი კონსტიტუციური წყობის აღდგენაა და დარტყმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე განხორციელდება. მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები თავდასხმის სამიზნე არ გახდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეს ყარაბაღის ერთ-ერთ სოფელში მინის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მინა სომეხი სამხედროებმა განათავსეს და მომხდარზე საქმე აღძრეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სომხეთის მიზანი რეგიონში სამხედრო დაძაბულობისა და ტერორიზმის გაძლიერებაა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати