USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
აზერბაიჯანმა სომხეთის არმიის საზენიტო-კომპლექსი გაანადგურა
дата:  

აზერბაიჯანის არმიამ ხანქენდი-ხოჯალის გზის მიმდებარედ სომხეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორი“ გაანადგურა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს, რომლის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати