USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
აზერბაიჯანმა პანდემიის გამო კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა - აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი რჩება
Date:  513

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ცნობისათვის, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გამო 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way