აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და საპასუხო სროლის შესახებ იუწყება.„2 აგვისტოს, დაახლოებით 03:27 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ვედის რაიონის სოფელ არაზდაინთან მდებარე პოზიციებიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონის ჰეიდარაბადის დასახლების მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე მხარის შეტევა საპასუხო ცეცხლმა შეაჩერა.
„ამჟამად, ამ მიმართულებით სიტუაცია სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას ჩვენი დანაყოფები აკონტროლებენ,”- აცხადებენ სამინისტროში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.