USD 2.6384
EUR 3.0109
RUB 3.4459
თბილისი
აზერბაიჯანის საზღვრიდან შავი ზღვის პორტამდე ტვირთის მიტანა 24 საათის ნაცვლად 12 საათში მოხდება - ლაშა აბაშიძე
თარიღი:  362

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა ტვირთების სასაზღვრო პროცედურების გამარტივების და მათი სრულად გაციფრულების, ასევე, ქვიშხეთი-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის შედეგად, საქართველოს გადაკვეთა სატვირთო მატარებლებს გაუმარტივდებათ.

"რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში 10 ხიდი და 6 გვირაბი დავასრულეთ, მათ შორის ყველაზე გრძელი 8-კილომეტრიანი გვირაბია. გავიყვანეთ სრულად ახალი სარკინიგზო ხაზი, რადგანაც ძველ ხაზს ჰქონდა შეზღუდვები - მატარებლებს დამრეც ფერდობზე უწევდათ ასვლა. იყო სხვა შემაფერხებელი ფაქტორებიც, რაც აღმოფხვრილია. მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია. ვიწყებთ გადართვას ახალ ხაზებზე. დავიწყეთ სატესტო რეჟიმში შემადგენლობების გაშვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის პარალელურად, მოვახდინოთ საბაჟო პროცედურების გაციფრულება. სისტემის სრული მოდერნიზაციის და მისი გაციფრულების შედეგად არსებული დროის მონაკვეთი, რაც საზღვარზე განბაჟების ჩათვლით 24 საათს შეადგენს, მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ. შემდეგი წლიდან ამ დროს შევამცირებთ 12 საათამდე. ეს მთლიანად შუა დერეფნის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

აღსანიშნავია, რომ როგორც ცნობილია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, რაც ქვიშხეთი-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე ახალი ხაზის გახსნას ითვალისწინებს.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის