USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი - უკრაინის ლეგიტიმური ტერიტორიების დათმობის მოლოდინი უსამართლო და არარეალურია
дата:  747
"რეალისტის თვალით თუ შევხედავთ, მე არ ვხედავ რუსეთისა და უკრაინის შორის მშვიდობას უახლოეს მომავალში.
როდესაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები საკუთარად გამოაცხადა — როგორ შეუძლიათ მათ დათმობაზე წასვლა?! უკრაინა და მსოფლიო, მათ შორის აზერბაიჯანიც, ამ ტერიტორიებს უკრაინის ნაწილად მიიჩნევენ. როგორ უნდა თქვას უკრაინამ, რომ ეს ტერიტორიები მას აღარ ეკუთვნის?!
თუ ეს ასე მოხდება, მაშინ რაღაც პოლიტიკაში არ მესმის. ომები მხოლოდ კაპიტულაციის ხელმოწერით მთავრდება.
ქვეყნის ლიდერის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელმაც ორი ომი გადაიტანა, შემიძლია ვთქვა, რომ ზავი ომს არასდროს აჩერებს. თუ ოკუპირებულ საზღვარზე მშვიდობისდამცველები ჩნდებიან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კარგავთ ტერიტორიას.
ჩემი აზრით, არც ერთი ქვეყანა არ დათანხმდება ტერიტორიული მთლიანობა დათმოს. ამიტომ, მშვიდობისთვის უკრაინის ლეგიტიმური ტერიტორიების დათმობის მოლოდინი უსამართლო და არარეალურია." - აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати