USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
აზერბაიჯანი სომხეთს მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის შემთხვევაში ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით ემუქრება
дата:  1421

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა სომხური მხარის განცხადებას მინგეჩაურის წყალსაცავის დაბომბვასთან დაკავშირებით. 

როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა , პოლკოვნიკმა ვაგიფ დარიახლივმა განაცხადა: „იმ ტერიტორიის რელიეფზე, რომელზეც მინგეჩაურის წყალსაცავი მდებარეობს, სრულად მიმდინარეობს თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემების განლაგება, მისი დაცვის გაძლიერება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლის ფონზე ჩვენი არმია მტერს არ მისცემს უფლება, სტრატეგიული ობიექტს თავს დაესხას“.

„ამავდროულად არ უნდა დაავიწყდეს სომხურ მხარეს, რომ ჩვენ ვფლობთ ულტრათანამედროვე ტიპის სარაკეტო სისტემებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას უზუსტესი დარტყმით დავბომბოთ მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რაც სომხეთისთვის კატასტროფის მომტანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანს რამდენიმე ტიპის უმაღლესი ტექნოლოგიების მქონე მცირე მანძილზე მოქმედი ტაქტიკური და საშუალო რადიუსში ოპერირებადი ბალისტიკური რაკეტები გააჩნია შეიარაღებაში, რომელთაგან აღსანიშნავია 400 კილომეტრზე მოქმედი ებრაული წარმოების LORA-ს ტიპის GPS-ით მართვადი ჰიპერბგერითი რაკეტები. გავრცელებული ინფორმაციით მსგავსი ტიპის 50-მდე რაკეტას ფლობს აზერბაიჯანი, რომელთა გაშვება ხდება ხომალდზე მოწყობილი მობილური სპეციალური გადამზიდის ტიპის კონტეინერიდან.

აზერბაიჯანელები ფლობენ აგრეთვე 10-მდე ბელორუსულ POLONEZ-ის ტიპის სარაკეტო დანადგარს, რომელიც 300 მმ-იან რაკეტებს აგზავნის 200 კილომეტრ მანძილზე.

 

Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати