USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
აზარბაიჯანული მედია: საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე გადაწყვიტა?!
Date:  551

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემიაში“ (Новое время) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე  გადაწყვიტა?!“ (ავტორი - ზ.რასულზადე), რომელშიც გაკრიტიკებულია და საყვედურია გამოთქმული საქართველოს მთავრობის მიმართ, ფრანგული წარმოების სომხეთის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის ტრანზიტით გატარების გამო.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში საფრანგეთი სწრაფად ზრდის შეიარაღების ექსპორტის მოცულობას და ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ხდება. უეჭველია, პარიზის მიერ ერევნისათვის სამხედრო ტექნიკის გაგზავნა ხელს შეუწყობს რეგიონში სომხეთის დესტრუქციულ მოქმედებას - იმ ქვეყნისა, რომელსაც 30 წელი ჰქონდა ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორია და დღემდე არ შეუწყვეტია აგრესიული რიტორიკა.  სამწუხაროა, რომ საფრანგეთი აგრესორს მფარველობს.

მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სომხეთის დახმარებაში საქართველოც ჩაერთო. ფრანგული ჯავშანავტომობილების - „ბასტიონების“ (Bastion) სომხეთში გაგზავნაში, პრინციპში, ყველაფრის წინასწარმეტყველება შეიძლებოდა, ერთი გარემოების გარდა - სომხეთისაკენ ამ ტვირთმა საქართველოს ნავსადგურის ფოთის მეშვეობით ჩააღწია, ანუ ოფიციალურმა თბილისმა თანხმობა მისცა სომხეთისათვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის ტრანზიტზე თავის ტერიტორიის გავლით. რასაკვირველია, შეიძლება ჩვენმა მეზობელმა რაღაც ვერსიები მოიგონოს, თუ რატომ მოხდა ასე. სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოში გადაწყვიტეს ასეთი მეთოდებით „აანაზღაურონ“ რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მით უმეტეს, რომ თბილისი ვერ ბედავს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში დაბადებული...

ასეა თუ ისე, თუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოს გერმანიასთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობები (ბერლინის კედლის დანგრევაში მის მიერ შეტანილი წვლილის გამო), ახლა უკვე, როგორც ჩანს, თბილისმა პარიზთან გააბა ახლო კავშირები, რაშიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს საფრანგეთის ელჩიც ასრულებს. არადა, საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი თვითონაა და არა ფრანგი ელჩი. საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ თბილისმა სწორედ ბაქოს დახმარებით გაუძლო მოსკოვის ენერგეტიკულ შანტაჟს. საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაციები - მილსადენები, რკინიგზები - უზრუნველყოფენ ქართული ეკონომიკის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. საკმარისია გავიხსენოთ, თუ რატომ შეჩერდა რუსეთის ჯარების წინსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან 10 კილომეტრის დაშორებით... საეჭვოა, რომ თბილისი ვერ აცნობიერებდეს, თუ რამდენ სარგებლობას აძლევს (პირდაპირ და ირიბად) აზერბაიჯანთან თანამშრომლობა - სატრანზიტო ბაჟების, პირდაპირი ინვესტიციებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის ჩათვლით.

და ამ ფონზე როგორ უნდა გავიგოთ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი? „მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა?“ თუ თბილისს, აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე, საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება სურს?

ვარაუდები ბევრია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ თვით საქართველოს ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს, მათ შორის ზოგიერთი არასასიამოვნო გარემოების გათვალისწინებით: სომხეთს, სხვათა შორის, პრეტენზიები აქვს  საქართველოს ტერიტორიის მიმართაც...“.

წყარო: https://www.novoye-vremya.com/ru/posts/detail/gruzinskie-vlasti-resili-vysluzitsya-pered-francieinbspnbsp-1699889788

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way