USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ავტორები, დიზაინერები და გამომცემლები კულტურის მინისტრს,თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ
თარიღი:  1839

ავტორები, დიზაინერები და გამომცემლები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ. ისინი ითხოვენ დაუყოვნებლივ იქნეს გახმობილი სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი პრემია "ლიტერას" კონკურსიდან და ეჭვქვეშ აღარ დადგეს ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი. მწერლების პროტესტის მიზეზი იოსებ ჭუმბურიძის კონკურსის ჟიურიში ყოფნა გახდა. ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი და ხელისუფლების მიმართ ლოალურად განწყობილი ჭუმბურიძე სამინისტროში შემოქმდებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტშია დასაქმებული."ჩვენთვის, „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალი ავტორების, დიზაინერებისა და გამომცემლებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, როგორც „ლიტერას“, ასევე, „ლიტერა მთარგმნელებისთვის“, დამოუკიდებელი ჟიურის წევრად, სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა, რომელიც არა მხოლოდ ზღუდავს ჟიურის დანარჩენი წევრების თავისუფალ მუშაობას, არამედ მიუთითებს ლიტერატურულ პროცესებში გაუმართლებელი მონაწილეობისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე ზეწოლის უფრო ფართომასშტაბიან საფრთხეებზე.

მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს" - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ამ დროისთვის 30-მდე ხელმომწერი ყავს. ხელმომწერთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე.

წერილზე ხელმოწერები გრძელდება, ამ დროისთვის კი ხელმომწერთა სია ასე გამოიყურება:

 
  • თამთა მელაშვილი
  • მიხეილ ციხელაშვილი
  • ივა ფეზუაშვილი
  • ბათუ დანელია
  • რუსუდან რუხაძე
  • შოთა იათაშვილი
  • ეკატერინე ტოგონიძე
  • ეკა ქევანიშვილი
  • თათია ნადარეიშვილი
  • ია გაბუნია
  • ია მახათაძე
  • თაკო ბაქრაძე
  • ბელა ჩეკურიშვილი
  • ალეკო შუღლაძე
  • თეონა დოლენჯაშვილი
  • არჩილ ქიქოძე
  • თინა მამულაშვილი
  • რატი მუჯირი
  • ელის დოჯსონი
  • ლელა ლაშხი
  • ნინია სადღობელაშვილი
  • ნიკოლოზ ცისკარიშვილი
  • ანდრო დადიანი
  • ზვიად კვარაცხელია
  • ბექა ქურხული
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის