USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Тбилиси
ავთანდილ წიწუაშვილი(იცხაკ ილანი)- ისრაელის ზოგადი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე
дата:  4593

ავთანდილ წიწუაშვილი საქართველოში, სურამში დაიბადა. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დაამთავრების შემდეგ, განათლება იერუსალიმის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით მიიღო.

გენერალური დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედ 31 წელი მუშაობდა. მას უკავშირდება რუსი ჯაშუშების და ცნობილი ტერორისტების განადგურება. პირადად ხელმძღვანელობდა ტერორისტების დაკითხვას რამალლას რეგიონში. უმაღლესი თანამდებობა ეკავა ღაზას ზონის კონტრტერორიზმისა და ოპერაციების განხორციელების უწყებაში.

ხელმძღვანელობდა პალესტინელი ტერორისტის ე.წ. “ინჟინერის” ოპერაციას, რომელმაც პირველმა დაიწყო თვითმკვლელობის ტერაქტები და ისრაელის ასობით მოქალაქე იმსხვერპლა. ავთანდილ წიწუაშვილის მეთაურობით ტერორისტის ლიკვიდაცია ტელეფონით მოხდა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. ეს ოპერაცია ერთ-ერთ გაბედულ და უჩვეულო ოპერაციად ითვლება ისტორიაში, სადაც არავინ დაშავებულა.

ავთანდილ წიწუაშვილი მიმდინარე წლის ოქტომბერში კორონა ვირუსით გარდაიცვალა. „ისრაელის გმირი, დაე, მუდამ გვახსოვდეს იგი, როგორც ნაციის ერთ-ერთი დამცველი“, – ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას ისრაელი.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати