USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
Тбилиси
ავსტრიის ქალაქ გრაცში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა
дата:  441

ავსტრიის ქალაქი გრაცის სკოლაში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან ერთად, სროლის დროს სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ყველა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი და კანცლერი, კრისტიან სტოკერი. სტოკერმა მომხდარს ეროვნული ტრაგედია უწოდა.

ინციდენტი სკოლაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული მოსწავლე სასწავლო დაწესებულებაში შევარდა და სროლა ატეხა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა მომხდარის შემდეგ თავი მოიკლა.

мир
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати