USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
ავსტრიაში სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა
дата:  686

ავსტრიის მთელს ტერიტორიაზე დღეიდან სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა.

შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა.

ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება.

შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის დოქტორ ჰანს კლუგეს განცხადებით, თუ ზომები არ გამკაცრდება, მომდევნო გაზაფხულზე შესაძლოა კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати