ავსტრიის მთელს ტერიტორიაზე დღეიდან სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა.
შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა.
ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება.
შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის დოქტორ ჰანს კლუგეს განცხადებით, თუ ზომები არ გამკაცრდება, მომდევნო გაზაფხულზე შესაძლოა კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.