USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ავსტრალიაში, Facebook გვერდებზე ახალი ამბების გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
Date:  821

ავსტრალიაში ახალი ამბების Facebook გვერდებზე გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანია Facebook-ს ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ამბების გავრცელების შემთხვევაში თანხის გადახდა მოუწევს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია Google-თან დაკავშირებითაც.

გამოცემის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ავსტრალიაში კანონის მიღებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო წლებია სოციალურ მედიაში ყოველდღიურად ათასობით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, ახალი რეგულაციები კი მათ რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.

ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში Facebook-ის წარმომადგენელი უილ ელსონი. მისი თქმით, კანონი ახალი ამბების სააგენტოებს დააზარალებს, რადგან სტატიების სოციალურ ქსელში განთავსების შემთხვევაში ისინი იძულებულები გახდებიან თანხა გადაიხადონ.

წყარო:https://www.bbc.com/news/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way