ავსტრალიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობას უკრძალავს.
მომხმარებელთა ასაკის გადასამოწმებლად შესაბამისი ზომები გატარება დაევალა ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Instagram-ი, Facebook-ი, Threads-ი, X-ი, Snapchat-ი, Kick-ი, Twitch-ი, TikTok-ი, Reddit-ი და YouTube-ი.
ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ აკრძალვის მიზანი ახალგაზრდების მავნე კონტენტისგან დაცვაა, თუმცა კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა მოწყვლადი თინეიჯერების იზოლაცია გამოიწვიოს და ბავშვებს ინტერნეტის ნაკლებად რეგულირებადი კუთხეების ათვისებისკენ უბიძგოს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.