ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი "თალიბანის" ადმინისტრაციის კატასტროფების სამინისტროს პრესსპიკერზე, ჯანან საიექზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია.
ამასთან, სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულების მისაღებად ჰერათის მთავარი საავადმყოფოს გარეთ საწოლები დადგეს.
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 1 320 სახლი.
ავღანეთში 6.3 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კმ-ში იყო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.