USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 400-ს აჭარბებს
Date:  526

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი "თალიბანის" ადმინისტრაციის კატასტროფების სამინისტროს პრესსპიკერზე, ჯანან საიექზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია.

ამასთან, სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულების მისაღებად ჰერათის მთავარი საავადმყოფოს გარეთ საწოლები დადგეს.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 1 320 სახლი.

ავღანეთში 6.3 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კმ-ში იყო.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way