USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი მაზარ-ი-შარიფი „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ გადავიდა
თარიღი:  1050

ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი, ბალხის პროვინციის დედაქალაქი მაზარ-ი-შარიფი რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ გადავიდა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, აბას ებრაჰიმზადას განცხადებით, ბალხის პროვინციის სამთავრობო ჯარები მოწინააღმდეგეს პირველები ჩაბარდნენ, რის შემდეგაც პროსამთავრობო მოხალისეობრივ დაჯგუფებებს წარმატების მიღწევის შანსი აღარ ჰქონდათ. მისივე თქმით, ახლა პროვინციის ყველა სამთავრობო უწყება, მათ შორის გუბერნატორის ოფისი თალიბების განკარგულებაშია.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდთან ერთად ავღანეთში შექმნილი სიტუაცია განიხილა. ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართულ თათბირს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც ესწრებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადეს.

„დღეს დილით პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა გამართეს ვიდეოკონფერენცია ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო ავღანეთიდან ამერიკელი სამოქალაქო პირების გამოყვანის პროცესი, სპეციალური იმიგრაციული ვიზების მთხოვნელთა ევაკუაცია და სიტუაციის განვითარების მონიტორინგი“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

ჯო ბაიდენთან და კამალა ჰარისთან ერთად თათბირს ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალუ მარკ მილი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის თანაშემწე ჯეიკ სალივანი და შიდა უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ელიზაბეტ შერვუდ-რენდალი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის