თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკიდან სამკურნალოდ მიყვანილი რამდენიმე პატიმარი გაიქცა.
სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ გაქცეულია 3 პატიმარი. შემთხვევა დაახლოებით, 1 საათის წინ მოხდა.
„პატიმრები კლინიკაში გამოკვლევებზე დღეს მოიყვანეს. ამ დროისთვის ახალი არაფერი არ არის, ვერ გეტყვით რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კლინიკა ფუქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, - აღნიშნეს „ავერსში“.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.