USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
Cavea თბილისში ღია ცის ქვეშ ორ კინოთეატრს გახსნის
Date:  1324

Cavea თბილისში, ორ ე.წ. დრაივ ინ კინოთეატრს გახსნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კინოთეატრები იუსტიციის სახლის პარკინგსა და ლისზე, ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა და მაყურებლების ფილმების ნახვა საკუთარი მანქანებიდან შეეძლებათ:

“მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის და იუსტიციის სახლის პარკინგზე, კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც.

მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას საღამოს 8 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება და კავეა drive in კინოთეატრები ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება” – აცხადებენ კომპანიაში.

ორივე ლოკაციაზე კინოთეატრები ივლისში გაიხსნება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way