USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ავჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა
дата:  657
გლდანის რაიონის გამგეობა რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
 
ამ ეტაპზე ახალი სპორტული მოედანი ავჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევში ეწყობა.
 
სამუშაოების ფარგლებში, 440 კვ. მეტრამდე ფართობზე მოეწყობა ფეხბურთის ხელონურსაფარიანი სტადიონი. სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 120 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати