USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
აუდიტის სამსახურის დასკვნა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ თანხების არამართლზომიერ ხარჯებზე
თარიღი:  575

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ თანხების არამართლზომიერ ხარჯებზე მიუთითებს. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, "აფხაზეთის დღის“ განხორციელებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ პირდაპირი დაფინანსების წესით, კანონმდებლობის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, ტენდერის გარეშე, გააფორმა ხელშეკრულება მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოგზავნილ წერილზე თანდართული ინვოისის შესაბამისად წარმოდგენილ კომპანიასთან, რითაც ინტერესთა შეუთავსებლობა წარმოიქმნა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროში პროგრამის განხორციელებასა და ზედამხედველობაზე არასათანადო კონტროლის მექანიზმების პირობებში, პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერად მიღებული გადაწყვეტილებები, მიუთითებს სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი/არაეკონომიური ხარჯვისა და შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის რისკებზე”,-აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხარვეზებია პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავებაშიც. კერძოდ, ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ზოგადი და არ არის გაზომვადი, ასევე არ არის გაწერილი მოსალოდნელი შედეგების მიღწევის შეფასების ინდიკატორები, შესაბამისად, შეუძლებელია დასახული მიზნების მიღწევის შეფასება. ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში არსებულ კონტროლის მექანიზმების მნიშვნელოვან ხარვეზებზეა საუბარი.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის