USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
აუდიტის სამსახური - 2023 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა
თარიღი:  615

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად, 20 მლრდ ლარზე მეტი დაფარა. ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელმა 89% შეადგინა.

ჩატარდა 15 ფინანსური, 26 − შესაბამისობისა და 10 ეფექტიანობის აუდიტი.

დარღვევის კატეგორია და თანხა კი ასეთია: - შესყიდვების მართვა − 10.8 მლნ ლარი; აქტივების მართვა − 1.6 მლნ ლარი; საბიუჯეტო რესურსების მართვა − 8.9 მლნ ლარი; სულ: - 21.2 მლნ ლარი.

აუდიტის სამსახურმა გააანალიზა 2023 წელს ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები და გამოკვეთა ისეთი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რომლებიც უწყების შეფასებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

“დარღვევები შეიძლება დაჯგუფდეს ოთხ სისტემურ საკითხად: - აქტივების მართვა; მოთხოვნები და ვალდებულებები; აღრიცხვა- ანგარიშგება და ზოგადი კონტროლის მექანიზმები“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის