სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდები უმსხვილეს გამოფენაზე - Playtime Paris 2024-ზე წარდგნენ.
27-29 იანვარს, პარიზში გამართულ, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მოდის გამოფენაზე, სააგენტოს მხარდაჭერით, 5 ქართული კომპანიის პროდუქცია გამოიფინა: „ეშვი კიდსი“, „რკო“, Giraffe Kids, Salle de Mode და Retro kids.
საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც ტრენდებსა და ხარისხზეა ფოკუსირებული. გამოფენას 50 სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე ბრენდი და 5 000 ვიზიტორი ესწრება.
Playtime Paris-ის მონაწილე ბრენდები დამთვალიერებელს უახლეს კოლექციებს და მომავალი სეზონის ტრენდებს წარუდგენენ. გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა კომპანიებისთვის, შეხვდნენ პოტენციურ კლიენტებსა და ბაიერებს, დაამყარონ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები.
ღონისძიება ქართული კომპანიებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ქართული საბავშვო ტანსაცმლით რამდენიმე საერთაშორისო ბაიერი დაინტერესდა ისეთი ბაზრებიდან, როგორებიცაა: საფრანგეთი, ჩინეთი, გერმანია, კორეა, იტალია და სხვ.
ქართულმა კომპანიებმა საცდელი შეკვეთები მიიღეს და ამ ეტაპზე, საერთაშორისო დამკვეთებთან მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები საბოლოო შეკვეთების გაფორმებასთან დაკავშირებით.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.