USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ათონის მთაზე კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა
თარიღი:  941

ათონის მთაზე მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში კორონავირუსის რვა შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ათონის მთაზე მდებარე კიდევ ორ მონასტერში.

საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ ათონის მთაზე ჯგუფი გააგზავნა.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის