USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია მცხოვრები ფიზიკური პირი, მისი განმარტებით ატამი "ხუმრობის მიზნით", სოციალურ ქსელში ასატვირთად შეღება
თარიღი:  615

სოციალურ ქსელებში ატმის ხელოვნურად შეღებვის ამსახველი კადრების გავრცელებას სურსათის ეროვნული სააგენტოს რეაგირების ფარგლებში, ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.).

ატმის შეღებვის ვიდეოში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ გამოკითხა. ასევე, ინციდენტის ადგილზე, იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები, სადაც მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს , რომელიც მეპატრონის მტკიცებით, დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში განსათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს.

თავად ვიდეოს ავტორები აცხადებენ, რომ ატამი „ტიკ-ტოკზე“ განთავსების მიზნით შეღებეს, რომელიც ვიდეოს გადაღების შემდეგ გადაყარეს.

"წლებია ამ სფეროში ვართ. ფერმერები ვართ და ატმის ბაღები გვაქვს. მოკრეფილი ხილი ხარისხდება და ირჩევა. დაზიანებული ხილი კი იყრება. სწორედ ასეთი დაზიანებული ხილი ხუმრობის მიზნით შევღებეთ და ხალხმა ცუდად მიიღო. ცუდი ხუმრობა გამოვიდა.არ გვეგონა, თუ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა, თორემ ყველამ იცის, რომ მომწიფებულ ატამს ისედაც წითელი ფერი აქვს", - ამბობს გიორგი უტიაშვილი (ვიდეოს ავტორი).

ცნობისთვის, სოციალუს ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოკვლევის ფარგლებში ატმის ნიმუშები აიღეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ნიმუშები ლაბორატორიულ კვლევას გაივლის, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობის უსაფრთხო სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, უწყება რეგულარულად ამოწმებს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სახის პროდუქტს. სპეციალისტების მიერ სისტემატურად ტარდება მონიტორინგი ხილზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. მათ შორის, მოწმდება პესტიციდების, მძიმე მეტალების, რადიონუკლიდებისა და ნიტრატების შემცველობა.

კვლევის შედეგების გაცნობა საჯაროდ შესაძლებელია როგორც მედიასაშუალებებით, ისე სააგენტოს ვებგვერდზე — nfa.gov.ge.

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის