USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ათენში,800 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპული 50-ზე მეტი ადამიანის ხსოვნას და მთავრობის უმოქმედობას მიეძღვნა
Date:  651
800 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ათენში, ცენტრალურ სინტაგამას მოედანზე გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციაზე.
 
პროტესტი ეძღვნებოდა, 2 წლის წინ, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპული 50-ზე მეტი ადამიანის ხსოვნას და მთავრობის უმოქმედობას - პროტესტანტები მთავრობას ადანაშაულებენ არასწორ ინფრასტრუქტურულ პოლიტიკაში და დამნაშავეების დაუსჯელობაში.
 
საპროტესტო აქციასთან ერთად, მიმდინარეობდა მასობრივი გაფიცვა სხვადასხვა პროფკავშირების, აქციის დაწყებიდან მალევე, მომიტიმგეების ნაწილმა, საბერძნეთის პარლამენტის შენობაში შეჭრა ცადეს, რასაც მოჰყვა პოლიციასთან დაპირისპირება,მომიტიმგეებმა საპოლიციო ძალების წინააღმდეგ გამოიყენეს მოლოტივის კოქტეილები და სხვადასხვა საგნები, რასაც მოჰყვა პოლიციის მიერ სპეც.საშუალებების გამოყენება.
 
შეტაკებების შედეგად დაშავდა 100-მდე ადამიანი 50-მდე კი იქნა დაკავებული.
481044575_122141838866453714_2189706874396502325_n
481335031_122141838782453714_3877704341689038623_n
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way