USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
ატენის ხეობის არეალში ურბანული განახლების პროექტი დასკვნით ფაზაშია
Date:  546

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობის არეალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ეკლესიასთან ასასვლელი ბილიკისა და სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის მოწყობა. აქტიურ ფაზაშია ტერასების საკონსერვაციო სამუშაოები, სრულად იცვლება გარე განათების სისტემა, ეწყობა ახალი ღობეები და ჭიშკრები, ასევე შენდება ახალი საფეხმავლო ხიდი.

თითქმის დასრულებულია ფანჩატურის, კაფისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა. უახლოეს პერიოდში განახლდება ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის საფარი, ასევე იგეგმება საავტომობილო ხიდისა და ავტოსადგომის მოწყობა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.6 მილიონი ლარის დაფინანსებით.

პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის არეალი განახლებული იერსახით და ახალი რეკრეაციული სივრცით მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.

იხ. ატენის ხეობის არეალში ურბანული განახლების პროექტი

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way